რობოტი არის მანქანა, რომელსაც განსაზღვრული პროგრამის მიხედვით შეუძლია სხვადასხვა ამოცანის დამოუკიდებლად შესრულება. ტერმინი შემოიტანა ჩეხმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა. სიტყვა რობოტი პირველად გამოყენებული იყო 1920 წელს დაწერილ სამეცნიერო ფანტასტიკაში და მას შემდეგ გავრცელდა სიყვა „რობოტი“. პირველი რობოტი 1970 წლებით თარიღდება, ისინი სტატიკური არაპროგნოზირებადი და სენსორის გარეშე იყო. რობოტის მოვალეობაა შეასრულოს ერთი ან მეტი დავალება დამოუკიდებლად, მაღალი სიზუსტიდ და სიჩქარით. რობოტები არსებობენ მრავალი სახის, არამარტო დავალებებით არამედ ვიზუალითაც.
რობოტები, რომლებიც განასახიერებენ ადამიანებს ანდროიდებს უწოდებენ. მაგრამ რობოტების უმრავლესობა არ ჰგავს ადამიანს. არსებობენ სხვადასხვა სახით მაგალითად, საწარმოოს რობოტი შექმნილია იმისთვის რომ ერთიდაიგივე საქმე აკეთოს განუწყვეტლივ.
Boston dynamics -ის კომანია ცდილობს შექმნას ადამიანებსა და ცხოველების მიმსგავსებული რობოტები. შექმნეს რამოდენიმე რობოტი, რომლებიც ნამდვილად მიმსგავსებულია ადამიანებისა და ცხოველების მოძრაობებს.
მწერალმა ისააკ აზიმოვმა ჩამოაყალიბა სამი კანონი, ამ კანონს რობოტი აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს. ესენია:
1. არ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს ისი ქმედებით ან უმოქმედობით.
2. უნდა ემორჩილებოდეს მასზე დაკისრებულ ბრძანებებს, თუ ეს ბრძანება არ ემორჩილება კანონს.
3. უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონს.
რობოტის შესაქმნელად საჭიროა მრავალი პროფესიის ადამიანი, როგორებიცაა : პროგრამისტები, მექანიკური ინჟინერიის მცოდნე პირები, დიზაინერები, მეცნიერები და ასე შემდეგ.
ტექნოლოგიების სამყაროში ნეიროქსელები და ხელოვნური ინტელექტი სიახლე არ არის. ნეიროქსელების საფუძვლები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 1950-იან წლებში მათემატიკოსებმა შექმნეს, მაგრამ მათი პოტენციალის სრულად ათვისება ბოლო დრომდე რთული იყო. იმისთვის, რომ ნეიროქსელს რამე ასწავლონ, საჭიროა ძალიან ბევრი მძლავრი კომპიუტერი, ასევე ძალიან ბევრი ნეირონი და მათ შორის კავშირის დამყარება.
პირველი ალგორითმი, რომელიც ტექსტებს თავად წერდა 1970-იან წლებში იქნა გამოიგონეს. მას Racter-ი ერქვა და საკმაოდ არამწყობრ “პროზას” ქმნიდა.
ნეიროქსელი არის ბაზა, რომელზეც ხელოვნური ინტელექტი იგება. ეს არის რთული პროგრამა, რომელიც შედგება ძალიან ბევრი მარტივი პროგრამისგან, რომელთაგან თითოეული თავის სიგნალზე “რეაგირებს”. სისტემა მუშაობს დაახლოებით ისე, როგორც ნათურა: რაღაც გარემოებისას “ინთება”, დანარჩენ შემთხვევებში – არა. თითოეულ ამ პატარა პროგრამას ჰქვია ნეირონი, ხოლო ნეიროქსელი არის გიგანტური ქსელი ნეირონებისა, რომლებიც თანმიმდევრულ შრეებად ერთიანდება.
ხელოვნური ნეიროქსელები დაკავშირებულია მათემატიკასთან და არა ანატომიასთან, ამიტომ მასთან დაკავშირებით სიტყვა “ტვინის” გამოყენება პირობითია და მხოლოდ ანალოგიაა. ნეოროქსელშიც და ადამიანის ტვინშიც ცალკეული ნეირონები საკმაოდ პრიმიტიულია, მაგრამ როდესაც ისინი ბევრია (მილიონი, ასობით მილიონი ან მილიარდი), ერთად მათ შეუძლიათ თითქმის ყველა ამოცანის გადაწყვეტა.
ნეიროქსელმა სასარგებლო საქმე რომ გააკეთოს, საჭიროა მას ვასწავლოთ, როგორც ბავშვს. ამგვარად ნეირქოსელს ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა შეუძლია. მაგალითად, გამოსახულებების და ვიდეოს ამოცნობა, ლაპარაკის გაგება და ადამიანთან დიალოგი, ხატვა, მუსიკის შექმნა, დიაგნოზების დასმა და ასობით იმ ამოცანის შესრულება, რომელიც ჯერჯერობით ადამიანის პრეროგატივაა.
მაგალითად, Spot რობოტი
მახვილგონიერი რობოტი, რომელიც ასვლის კიბეებს და უვლის უხეშ რელიეფს. აშენებულია უხეში და კონფიგურირებადი პლატფორმით, Spot ავტონომიურად ასრულებს თქვენს ინდუსტრიულ ზონასა და დისტანციური ოპერაციის საჭიროებებს.
HANDLE რობოტი
მობილური რობოტი საწყობში ყუთების გადასატანად გამოიყენება. მას გააჩნია მცირე ნაკვალევი, გრძელი წვრილი ხედვა და ხედვის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მას ჩამოტვირთვის სატვირთო მანქანები, ააწყოს პალეტები და ყუთები გადაადგილოს ობიექტში.
PICK რობოტი
ხედვის დამუშავების გადაწყვეტა, რომელიც ღრმა სწავლებას იყენებს, შერეული- SKU პლატაზე მშენებლობისა და დეპლატიზაციის საშუალებას იძლევა.
ATLAS რობოტი
კვლევითი საწარმო მსოფლიოში ყველაზე დინამიური ჰუმანოიდების შექმნისას.
LEGACY რობოტი
რობოტები, რომლებმაც შექმნეს საფუძველი დღევანდელი პორტფელისთვის.